Privacy Policy
წესები
ვებ-გვერდი www.norbe.ge ეკუთვნის შპს. „ნორბი“-ს დაიმართება მის მიერ.
თუ თქვენშეხვედით საიტზე და განთავსეთ შეკვეთა ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს.
ხელშეკრულების პირობებთან და შემდგომშიშესაძლო წარმოქმნილ პრობლმემებთან დაკავშირებული ნებისმიერ საკითხზე, შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთშ.პ.ს. „ნორბი“-ს გაყიდვების სამსახურს, მობილურზე 577 405006 ან ელექტრონულ მისამართზე sales@norbe.ge
სარჩევი:
- ზოგადი მიმოხილვა
შეკვეთა/მიწოდების მოთხოვნა, რომელიც განთავსდება ამ ვებ-საიტის გამოყენებით, მკაცრად არის დაცული იმ პირობებით, რომელიც მოცემულია ჩვენს ხელშეკრულებაში.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იმ პირობებს, რომელიც თან ახლავს თქვენს შეკვეთა/მიწოდების მოთხოვნას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას:
- თქვენი გაფრთხილების და თქვენთან შეთანხმების გარეშე, შევცვალოთ ან გავაუქმოთ დროებით ან სამუდამოდ ეს ვებ-საიტი ან მისი ნებისმიერი ნაწილი.
- შევცვალოთ პირობები დროთა განმავლობაში. თუ თქვენ განაგრძობთ ამ საიტით სარგებლობას ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღეთ ეს ცვლილება და ეთანხმებით მას. თქვენსვალდებულებაში შედის რეგულარულად შეამოწმოთ ჩვენი პირობები, რათა განსაზღვროთ ხომ არ არის ცვლილება მასში.
- მფლობელი კომპანია ზრუნავს ამ ვებ-საიტზე არსებული ინფორმაციის მომზადებაზე, თუმცა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში,ჩვენ არ ვიძლევითმასზე არსებული ინფორმაციის სიზუსტის და სანდოობის გარანტიას.
- განთავსებული ბმულები
ამ ვებ-გვერდზე არსებული ზოგიერთი ბმული გადაგიყვანთ იმ ვებ-გვერდეზე, რომლებიც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს. როდესაც თქვენ ააქტიურებთ ამ საიტზე არსებულ ნებისმიერ სხვა ბმულს, თქვენ ავტომატურად ტოვებთ შ.პ.ს. „ნორბი“-ს ვებ-გვერდს, ამით ჩვენ ავტომატურად ვიხსნით ნებისმიერ პასუხისმგებლობას.
ამ ხელშეკრულებაში არსებული ვერანაირი პირობა ვერ შელახავს თქვენს უფლებებს გაფუჭებული ან არასწორად აღწერილისაქონლის გამოწერის შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს კანონიდან „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“.
- რეგისტრაცია
მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რათა გამოიყენს ყველა ის მომსახურება, რასაც სთავაზობს ეს ვებ-გვერდი. ჩვენ შესაძლოა გავაუქმოთ თქვენი რეგისტრაცია ჩვენი შეხედულებისამებრ. ამ საიტზე დარეგისტრირებით მომხმარებელი თანხმდება შემდეგ პირობებს:
- რეგისტრაციის დროს მის მიერ მიწოდებული პირადი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი.
- დაუყოვნებლივ შეგვატყობინებს ნებისმიერ ცვლილებას პირადი ინფორმაციის შესახებ, განაახლებს რა დეტალურ ინფორმაციას.
- დაუშვებელია სხვა პიროვნების ან სხვა ორგანიზაციისსახელით დარეგისტრირება.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ვებ-გვერდზე არსებულიმომსახურება, ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებისათვის.
- საიტზე რეგისტრაციისათვის დააჭირეთ საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ღილაკს „რეგისტრაცია“
- შეავსეთ თითოეული ველი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.) *-ით მონიშნლი ველების შევსება სავალდებულოა.
- სამომხმარებლო სახელისა და პაროლის ველები შეავსეთ ლათინური სიმბოლოებით
- რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდგომ შეგეძლებათ შოფინგის დაწყება.
- კოტრაქტის შექმნა და ელექტრონული კონტრაქტის გაფორმება
ტექნიკური მხარე თქვენსა და ჩვენს შორის კონტაქტის გასაფორმებლად მოითხოვს შემდეგს:
- თქვენ განათავსებთ შეკვეთას ამ ვებ-საიტზე, დააჭერთ რა ღილაკს „ყიდვა“ გადამოწმების პროცესის ბოლოს. შეკვეთის განთავსების პროცესის ინსტრუქცია განთავსებულია ვებ-საიტზე.
- თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქციის დეტალური ამონაწერი შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პროფილში
- შეკვეთის დადასტურება და კონტრაქტის გაფრმება დასრულედება, როდესაც გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქცია. სხვა შემთხვევაში ჩვენ შეგატყობინებთ რომ არ ვიღებთ.
ჩვენი მხრიდან შეკვეთის გაუქმების შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს:
- თქვენს მიერი შეკვეთილი პროდუქცია არ არის საწყობში
- ჩვენ ვერ შევძელით თქვენი საბარათე ანგარიშიდან განხორციელებული ტრანზაქციის ავტორიზაციის უზრუნველყოფა.
- ფასის ან პროდუქციის აღწერაში დაშვებული შეცდომა იდენტიფიცირებულია.
- თქვენ არ გაქვთ უფლება განათავსოთ შეკვეთა მთავარი პირობების გათვალისწინების გარეშე.
კონტრაქტი დაიდება ქართულ ენაზე.
- კონფიდენციალურობის დაცვა
თქვენი კონფიდენციალურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ჩვენთვის და გამოვიყენებთ მას მხოლოდ მარკეტინგული მიზნებისათვის და ელექტრონული წერილების გამოსაგზავნად. თქვენი სურვილისამებრ,მოგაწოდებთუახლეს ინფორმაციას იმ პროდუქციის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ასორტიმენტში.
ჩვენ მუდამ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი, ამიტომ შესაძლოა დაგიკავშირდეთ ტელეფონით, მოკლე ტქსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით, რაზეც მომხმარებელი აცხადებს თანხმობას.
როდესაც თქვენ ახორცილებეთ შესყიდვებს ამ ვებ-გვერდზე, ჩვენ გთხოვთ ჩაწეროთ ისეთი პირადი ინფორმაცია თქვენს შესახებ, როგორიც არის: თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი. თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ იმისათვის რომ:
- დავამუშავოთ თქვენი შეკვეთა
- სტატისტიკური მოსაზრებით, ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
- ვებ-გვერდის მართვისათვის
- თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იმ სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.
თქვენი პირადი ინფორმაცია შესაძლოა გავანდოთ იმ პირებს, ვინც ამუშავებს თქვენს შეკვეთას და აგრეთვე სამართალდამცავ ორგანოებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
- ონლაინ შესყიდვები – შესყიდვის პროცედურა
- ინტერნეტ შესყიდისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტები და ჩაყაროთ ვირტუალურ კალათაში
- ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები და ქვე-კატეგორიები
- მარტივი ძებნისათვის, საძიებო სიტყვა ჩაწერეთ ველში „ძებნა“
- თქვენს მიერ კალათაში ჩაყრილი პროდუქტების მოცულობა დაითვლება ავტომატურად, შეკვეთისას თქვენ გეცოდინებათ რამდენ ლიტრიანი კონტეინერი გაქვთ შევსებული.
- თქვენი ონლაინ შეკვეთა შესაძლოა დარედაქტირდეს იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი გაქვთ ისეთი პოდუქტი, რომლის აწონვაც ხდება შეკვეთის შემდეგ, პროდუქტის გრამაჟი შესრულდება ნაკლებობით (მაგალითად 200 გრამის ნაცვლად შესაძლოა მოგეწოდოთ 195 გრამი) და დარჩენილი თანხა დაგიბრუნდებათ თქვენი პლასტიკური ბარათის ანგარიშზე.
- შეკვეთის მინიმალური ღირებულებაა 30 ლარი, მაქსიმალური – 1500 ლარი
- 30– 100 ლარამდე შეკვეთის ადგილზე მიტანის ღირებულება – 6 ლარი
- 100ლარზე მაღლა შეკვეთის ადგილზე მიტანის ღირებულება – 0
- მიღება/მიწოდების შეთანხმება
შეკვეთის მიწოდება მოხდება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ ტერიტორიაზე.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ საქონლის მიწოდება ზოგიერთ ტერიტორიაზე, ან უარი ვთქვათ იმ პიროვნების მომსახურებაზე, რომლისთვისაც მუდმივად იქმნება პრობლემები მიწოდების თვალსაზრისით.
შეკვეთის მიტანის პირობები:
- მიწოდების სერვისი მოგემსახურებათ მთელი თბილისის მასშტაბითა და ხორციელდება ჩვენი სადისტრიბუციო დანაყოფის მიერ.
- თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორც გაგზავნის დრო (დღე/საათი), ასევე სასურველი მისამართი: მას შემდეგ, რაც დააჭერთ ღილაკს „შეკვეთა“ თქვენ შეგეძლებათ შეცვალოთ თქვენს მიერ თავდაპირველად მითითებული მისამართი და ამანათი გაგზავნოთ სხვა სასურველ მისამართზე.განვიხილოთ
- ყველა ამანათი მიდის მიმღების გვერდზე მითითებულ მისამართზე, და ბარდება მიმღებს ხელზე. მიმღები პირი ადასტურებს ამანათის ჩაბარებას დოკუმენტზე ხელის მოწერით
- მითითებულ მისამართზე საქონლის მიღება უნდა დადასტურდეს თქვენი ხელმოწერით, IDბარათით იდენტიფიცირების შემდგომ.
- მისამართის შეცვლა აღარ შეგეძლებათ მას შემდეგ, რაც დააჭერთ „ყიდვის“ ღილაკს.
- მისამართის შეცვლა შეგიძლიათ, მანამ სანამ შეავსებთ და დაადასტურებთ ბარათის მონაცემებს.
- იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ შეკვეთას სახლში დახვდებით გთხოვთ ამის შესახებ გვაცნობოთ დაუყონებლივ.
- იმ შემთხვევაში, როდესაც ამანათს არ დახვდებით ან აგზავნით სხვა მისამართზე და მიმღები არ დახვდება სახლში, თქვენი ამანათი დაბრუნდება შ.პ.ს. „ნორბის “სერვის ცენტრში.
- შეკვეთის გაუქმება არ შეიძლება მას შემდეგ, რაც მოხმარებელი დაადასტურებს, რომ თანახმაა მისი ანგარიშიდან მოიხსნას შეკვეთის შესაბამისი თანხა.
- შეკვეთის გადაზიდვა ხორციელდება დალუქული პოლიეთილენის პაკეტებით.
- მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აკრძალულია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს მიყიდვა 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.
„ნორბი“მტკიდეც იცავს, როგორც სამართებლივ ასევე სოციალურ ვალდებულებებს. სწორედ ამიტომ, კონტროლი იწარმოებს შემოწმების თვალსაზრისით შესყიდვისა და მიწოდების დროს (მაგ: პირადობის დამადასტურებელი საბუთი).
ამ პირობის დათანხმების შემთხვევაში, თქვენ იღებთ ვალდებულებას მოგვაწოდოთ უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია თქვენს შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამდგარ შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ შეკვეთის მიტანის დროს არ არის შეკვეთის მიღებაზე ხელისმომწერი პირი პროდუქცია დარჩება ჩვენთან. ამ შემთხვევაშითქვენ უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების სამსახურს და შეათანხმოთ თქვეთვის ხელსაყრელი დრო შეკვეთის ხელახლა მიღებისათვის. ასეთ დროს თქვენ იხდით დამატებით მიტანის გადასახადს ორმაგი ოდენობით. თუ თქვენ ვერ მოახერხებთ მიწოდების ალტერნატიული დროის დანიშვნას შეკვეთა იქნება გაუქმებული. ამასთან, პროდუქცია დარჩება დალუქულ მდგომარეობაში, შესაბამისად ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას პროდუქციის ვარგისიანობაზე.
შეკვეთის მიტანის ცხრილი (თბილისი, სამუშაო დღეები)
გასვლა |
შეკვეთის დრო |
მიტანის პერიოდი |
I |
18:00-მდე |
მომდევნო დღის 16:00-20:00 |
II |
18:00-ის შემდეგ |
მეორე დღის 10:00-20:00 საათამდე (შაბათს – 10:30-20:00) |
შეკვეთის მიტანის ცხრილი (თბილისი, შაბათი)
გასვლა |
შეკვეთის დრო |
მიტანის პერიოდი |
I |
16:00-მდე |
ორშაბათი 10:30-20:00 |
II |
16:00-ის შემდეგ |
ორშაბათი 17:00-20:00 |
- ზოგადი გადახდის დებულებები
შეკვეთის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ბანკის Visa/MasterCard ბარათი.
ყველას მომხმარებელი, რომელიც მიიღებს შეკვეთას, იქნება ეს დარეგისტრირებული მომხმარებელი თუ მესამე პირი, მოეთხოვება საიდენტიფიკაციო ფორმის წარდგენა, რათა მოხდეს მისი იდენტიფიკაცია.
გთხოვთ, გაამახვილთ ყურადღება, რომ შეკვეთისას შეყვანილი მონაცემები იყოს ზუსტი.
გადახდის უსაფრთხოების პოლიტიკა
ჩვენი ონლინ გაყიდვები იმართება და ხორციელდება სს“ საქართველოს ბანკის“ მიერ.
საკრედიტო ბარათის უსაფრთხოება
Visa/MasterCard პლასტიკური ბარათით გადახდა ხორციელდება სს “საქართველოს ბანკის“ საპორცესინგო ცენტრი UFC-ს ელ.კომერციის სსიტემის გადახდის გვერდზე (___________). აღნიშნული საპორცესინგო არის 100% PCI DSS სტანდარტით აუდიტირებული, რაც ნიშნავს რომ სრულად დაცულია Visa და Mastercard საგადამხდელო სისტემების მოთხოვნების შესაბამისად.
საბარათე ინფორმაციის დაშიფრვა ხდება Secure Sockets Layer (SSL) ტექნოლოგიის მეშვეობით, გადაცემა ხორციელდება უსაფრთხოების ყველა სესის დაცვით და ინახება მხოლოდ საბანკო სისტემაში.
თუ თქვენს ბარათზე გააქტიურებულია Verified by Visa და MasterCard SecureCode ®™ სერვისი, ამ შემთხვევაში თიბისი ბანკის გადახდის გვერდი გადახდის მსვლელობისას გადაგისვრით თქვენი ბანკის აუტენტიფიკაციის გვერდზე, სადაც უნდა მოახდინოთ ბარათის დამატებითი ვერიფიცირება Verified by Visa და MasterCard SecureCode ®™ უსაფრთოების კოდების შემოწმებით, რის შემდგომ მოხდება გადახდის წარმატებით დასრულება. აღნიშნული მომსახურება ზრდის უსაფრთხოებას თქვენს ბარათზე.
- შეცდომები/ნაკლები ოდენობა
შ.პ.ს.„ნორბის“ შეუძლია უარი თქვას ნებისმიერი შეკვეთის მიღებაზე, მათ შორის საბითუმო შესყიდვაზე ან მოგმართოთ სპეციალური შემოთავაზებით.
შეცდომების ან შეკვეთის ნაკლები ოდენობის მიღების შემთხვევები, უნდა ეცნობოს საინფორმაციო ცენტრს.
- პროდუქციის შეცვლა/მობრუნება
- ჩვენი ხარვეზი: პროდუქცია არ არის საწყობში:
- გაყიდვების სამსახური უკავშირდება მომხმარებელს და სთავაზობს რამოდენიმე ალტერნატივას:
- შეკვეთილი პროდუქტი ჩანაცვლდეს იმავე, ან ნაკლები ღირებულების პროდუქტით; არამც და არამც უფრო მეტი ღირებულების პროდუქტით. [ნაკლები ღირებულების პროდუქტის არჩევისას მომხმარებელს ჩამოეჭრება შესაბამისი თანხა]
- შეკვეთილი პროდუქტი ამოვარდეს შეკვეთიდან. [მომხმარებელს ჩამოეჭრება შესაბამისად შემცირებული თანხა]
- შეკვეთა გაუქმდეს.
- გაყიდვების სამსახური ვერ უკავშირდება მომხმარებელს
- შეკვეთა მიეწოდება აღნიშნული პროდუქტის გარეშე [მომხმარებელს ჩამოეჭრება მიწოდებული შეკვეთის შესაბამისი თანხა]
- ჩვენი ხარვეზი: არასათანადო პროდუქტი:
- არასათანადოდ ითვლება პროდუქტი, თუ:
- შელახულია ფიზიკურად
- დაზიანებულია ქიმიურად
- გემო, ფერი, სუნი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს
- ვადაგასულია
- არასათანადო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში:
- მომხმარებელმა უნდა დარეკოს გაყიდვების სამსახურში და შეატყობინოს ხარვეზის შესახებ;
- პროდუქტი მიმღებმა უნდა შეამოწმოს ჩაბარების მომენტში, სხვა შემთხვევაში მომხმარებლის პრეტენზია არასათანადო პროდუქტთან დაკავშირებით არ განიხილება.
- ჩვენი ხარვეზი: არასათანადო დაპაკეტება
- დაპაკეტება ითვლება არასათანადოდ თუ:
- შეკვეთაში ნაკები/ზედმეტი პროდუქტია.
- ერთმანეთისგან არ არის იზოლირებული საკვები პროდუქტი და ქიმიური საშუალებები
- კონტეინერი არ არის სტრუქტურიზებულად დაპაკეტებული [რბილ პროდუქტს ადევს მყარი პროდუქტი და აზიანებს]
- მომხმარებელი გამოთქვამს უსაფუძვლო პრეტენზიას:
- პრეტენზია უსაფუძვლოდ ითვლება თუ იგი გამოითქვა მას შემდეგ, რაც კურიერმა ჩააბარა შენაძენი მიმღებს და დატოვა ჩაბარების ტერიტორია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ პროდუქციის დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის სრული დაცვის შემთხვევაში. თუ გსურთ, გამოიყენოთ დაბრუნების უფლება, თქვენ უნდა იზრუნოთ და მოუფრთხილდეთ მიღებულ პროდუქციას.
- ბრძანება დამატებითი შენატანის თაობაზე
საიტზე განთავსებული შეკვეთის ყოველგვარი შესწორება უნდა დასრულდეს მანამ, სანამ მომხმარებელიგადახდის გვერდზე შეავსებს და დაადასტურებს ბარათის მონაცემებს, შემდგომი შესწორებები შეკვეთაში აღარ განხორციელდება
- შეკვეთის მეთოდები
პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია ინტერნეტით, საიტზე: www.norbe.ge
სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის.